ძველი ჩანახატი : "გზა დასავლეთისკენ "

დაღამდა, წვიმა შეწყდა, ცეცხლი მინელდა და თავშესაფრიდან ზანტად გამოვედი. თვალი გავუშტერე კუნაპეტ ღამეს. გულზე უსაგნო სევდა შემომაწვა. "აქ დგომა აღარ შემიძლია"-ვუთხარი შავ კედელს და მისკენ გავაბიჯე. სველმა ბალახმა ჟრჟოლა მომგვარა და გამიკვირდა , რომ
არ მესმოდა გათელილ ყვავილთა კვნესა...
ვერცხლი მოეფინა ზეციდან მდელოს. სავსე მთვარის სიხარულმა ჩემს ჯავარდენში გაიჟრიალა.შევჩერდი გრძნებით , შევხედე ელოიმს თვალში, მან დამატყვევა.მკერდიდან ამოვიღე მფეთქავი გული და გავუწოდე"აჰა, მიიღე, ძღვნად ჩემი გული" თბილი სისხლი მაჯაში ჩამივიდა და გავთბი...ელოიმმა არ ისურვა ჩემი ძღვენი და სახეზე ღრუბელი აიფარა.
ტყეში შევაბიჯე. ყოველი ხის უკან შიში გარინდებულიყო...საფეთქლებში სისხლის შხუილმა დამაყრუა და გავიქეცი, მალე მუხლი დამისუსტდა და ტყიდან ბარბაცით გავაღწიე.
კისერმომწყდარი, მუხლამდე ტალახში მივაბიჯებდი და ვერც შევამჩნიე
როგორ მივადექი სახლის ნანგრევებს ...ტყიდან ზარნაშომ შემომძახა...შფოთვა ვიგრძენი, სახლის ნანგრევებს შემოვუარე ...შენობიდან თბილი, ნოტიო ჰაერი გამოდიოდა და შმორის სუნი გამოჰქონდა , კედელს ბეჭებით მივეყრდენი და მარჯვენაში ჩაბღUჯულ გულს დავხედე...სუსტადღა ფეთქავდა,მწუხარება დაეუფლა ჩემს გონებას და ნუგეშისთვის ზეცას ავხედე,ცა იწმინდებოდა...ცისკარმა გამოანათა..."სინათლის მომტანო"! შევძახე და გული გავუწოდე...
მარჯვნიდან ვეღაცის ხმა შემომესმა , თავი მივაბრუნე და კუთხეში უცხოს მოვკარი თვალი, მივუახლოვდი, დაცემული ანგელოზი მოკუნტული იწვა...ზიზღი ვიგრძენი და წასვლა დავაპირე "ნუ შეგზიზღდები, გძულდე ჯობია, მე ავაშენე ის ტაძარი შენ რომ მსახურებ" თვალი მოვარიდე და ვთქვი " მე აღარ მსურს იმ ტაძარში მსახურება , მომბეზრდა ამდენი ტანჯვა...და ნუღარაფერს ნუ დამამადლი"... "შესდექ"!-ხმაში ფოლადი გაერია, "ვერ მიატოვებ ტაძარს, რამეთუ შენში ჩემი ღვთაებრივი სისიხლი სჩქეფს და შენც მისჯილი გაქვს იტანჯო ჩემთან ერთად , სანამ არ..." "კმარა"-შევაწყვტინე და გავიქეცი აღმოსავლეთის მხარეს , როგორც კი ცისპირი წითლად შეიღება...შვჩერდი და ლოდინად ვიქეცი...
სულიერი მღელვარება მეწვია, თითქოს პირველად ვხედავდი , გავუწოდე გული და ამოვიძახე "ამომავალო მზეო! მე შენს სახელს ვატარებ და შენით ვსულდგმულობ. მიიღე ..." ხელში ვეღარ ვიგრძენი გულის ფეთქვა და დავმწუხრდი. მზისგან ამოვსებული თვალებით დავაშტერდი გულს და მივხვდი -ის მომკვდარიყო...
მკერდში ჩავიდგი მკვდარი გული და გეზი დასავლეთისკენ ავიღე, რადგან მსურდა რომ დავიწყების ბინდს შევრეოდი...

"გაშინაურების ინსტიტუტი " :)))

რამოდენიმე დღე ვერ გავბედე რაიმე დამეწერა. არადა ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ფაქტი მომხდარა , რისი მოყოლაც შეიძლება.
ყოველდღიურადაც ხდება რაღაცეები , მაგრამ... ახლა მივხვდი თუ რატომ ვერ ვწერდი. ბევრი ფიქრის შედეგად "გაშინაურების ინსტიტუტი " აღმოვაჩინე :)))))
ანუ მე ახალი ვარ ბლოგსამყაროში და ჯერ შინაურულად ვერ ვგრძნობ თავს. დავათვალიერე სხვისი ბლოგებიც და ძველი (სკოლის) დრო გამახსენდა.ვინმეს დაბადების დღეზე რომ მიდიხარ და იქ სასტავი იჩითება, რომელიც იუბილარის უახლოესი მეგობრებისგან შედგება ( ამ შემთხვევაში ჩვენ იუბილარის მეზობელი, ნათესავი, დედის დაქალის შვილი ან ვინმე ეგეთი ვართ) იქ ხომ ვერ იხუმრებ ისე, ვერ მოყვები ათას სისულელეს როგორც შენ სასტავში? ანუ სანამ არ მოშინაურდები რაღაც ჩარჩოში გიწევს ყოფნა. ეს შეიძლება რამოდენიმე საათი, დღე , კვირა ან თვე გაგრძელდეს. გრძელვადიანი თავისდამკვიდრების მომენტი ძირითადად ახალ სამსახურში ხდება ხოლმე. სანამ სიმპათიას, კეთილგანწყობას, ნდობას და პატივისცემას დაიმსახურებ. ნელნელა, სათითაოდ აღებ შენში არსებულ ოთახებს და ათვალიერებინებ შენ თავს თანამშრომლებს, მერე "შუტკაც იხსნება" და ასე ყალიბდება რაღაც ურთიერთობები. ალბათ ასეთი მომენტი ყველას გვქონია ცხოვრებაში. ხოდა ამ ბლოგზეც ასე დამემართა. მივხვდი, რომ პირდაპირ ვერ დავწერ ჩემს ყოველდღიურ ამბებს, სანამ თავს არ გაგაცნობთ ან იმ გარემოს მაინც, სადაც ვცხოვრობ. იმ ადამიანებს ვინც უკვე დიდი ხანია აქ წერენ, ბევრი რამ "ეპატიებათ" ანუ ვინმე აქტიურმა ბლოგერმა რომ დაწეროს, თუ როგორ გაიღვიძა დილით, გაიარა საძინებელი ( ამ ოთახში მომხდარი ამბების შესახებაც უკვე ბევრჯერ დაუწერია და იცით, რომ მარჯვენა კუთხეში დიდი პლუშის სათამაშO დევს დგას და მარცხენა კედელთან საწერი მაგიდა დგას) შევიდა ტუალეტში , სადაც ახალი სახის ტუალეტის ქაღალდი არის ჩამოკიდებული , რომელიც ინგლისშI გამოიგონეს იმისათვის , რომ უნიტაზზე ჯდომა მოსაწყენი არ იყოს და მასზე სხვადასხვა სტატიები, კროსვორდები და რებუსები დაბეჭდეს bla bla bla...
მოკლედ, იმედია მიმხვდით რასაც ვგულისხმობ.
ანუ ნებისმიერ ახალ კოლექტივში გვიწევს ნელ-ნელა გაშინაურება .
თუ ძალიან ვატრაკებ , ეგეც მითხარით : )
ახლა ცოტა ჩამოვყალიბდი და ვიცი დაახლოებით რა უნდა ვწერო. იმედია გამომივა და თქვენც დაგაინტერესებთ :)))

ჩემი პირველი პოსტი

ავისრულე რამოდენიმე წლის სურვილი და გავაკეთე ჩემი ბლოგი.
ახლა ვზივარ, შევცქერი ამ ცარიელ გვერდს და ვხვდები, რომ რაღაც ძალიან მიხარია, მაგრამ არ ვიცი რა :D
ამ გადაწყვეტილებამდე Kissie ს ბლოგზე წაკითხულმა ბოლო პოსტმა და მასზე გაკეთებულმა ჩემმა კომენტარმა მიმიყვანა, სადაც ჩემი ბავშვობისდროინდელი
საქმიანობა გავიხსენე, ალბათ ნოსტალგიაშიც გადავვარდი და აი, კიდევ ერთი ახალი ბლოგი შეიქმნა.
გადმოვიტან იმ კომენტარის არაადაპტირებულ(ვრცელ) ვერსიას აქ და ეს იქნება ჩემი პირველი პოსტი.
რადგან "თავისუფალ თემებს " კარგად ვწერდი, ჩემს 1 კასეტიან მაგნიტოფონზე გადაცემებს ვიწერდი, (სადაც გაზეთებიდან ვკითხულობდი მასალებს, რეკლემებსაც კი ვუშვებდი, ასევე ინტერვიუებს ვკითხულობდი სხვადასხვა ხმით, ანუ რესპოდენტიც და კორესპონდენტიც მე ვიყავი და კითხვა პასუხის მიხედვით ვიცვლიდი ხმებს) და ამინდის ყოველ ცვლილებაზე ჩანახატებს ვაკეთებდი. აააა ხო, სულ პატარა რომ ვიყავი ( დედაჩემის ქუსლიანი ფეხსაცმელები რომ დიდი მქონდა) სარკის წინ ვჯდებოდი, გვერდით ვაზას ვდგამდი და "დიქტორობანას" ვთამაშობდი.სკოლაში დარიგებული, პირველი კლასის წითელყდიანი ფოტოალბომი ( ყველას რომ გვაქვს ) მქონდა ამოდებული თაბახის ფურცლების ქვეშ და გადაცემების პროგრამას ვკითხულობდი :D მოკლედ, ამ ყველაფრის გამო მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი. სანამ აბიტურიენტობის წელი დადგებოდა, უკვე მქონდა ჩემი დიქტოფონი და ქუჩაშI გამოკითხვებსაც ვაკეთებდი. მანამდე კი მოხდა ის, რომ ვეღაცამ შემთხვევით მოისმინა კასეტაზე ჩაწერილი ჩემი "გადაცემები" და რადიოში შემომთავაზეს მუშაობა. როცა გადაცემის სცენარი დავწერე და ერთერთმა ცნობილმა და ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანმა შემისწორა, სიტყვა" გამარჯობათ" ში "თ" -ს დიდი წითელი ხაზი გადაუსვა და მას შემდეგ ვიცი რომ ეს სიტყვა "თ" ს გარეშე იხმარება :D რამოდენიმე გადაცემის შემდეგ, იძულებული ვიყავი დამენებებინა თავი რადიოში მუშაობისთვის, რათა "სწავლისთვის მიმეხედა" და მთელი წელი 4 სხვადასხვა რეპეტიტორთან მევლო ( აუ რა პრიკოლი სიტყვაა რეპეტიტორი :D )
მამაჩემმა ( რომელიც თავად ჟურნალისტია) მირჩია , რომ სხვა ფაკულტეტი ამერჩია, რადგან ამ პროფესიას დიპლომი მაინც არ ჭირდება, თუ ნიჭი გაქვს მაინც დაწერ და იქნები ჟურნალისტიო, უცხო ენა კი ყოველთვის დაგჭირდებაო. ამიტომ გადავწყვიტე(თ) უცხო ენათა ფაკულტეტზე(გერმანულზე) ჩამებარებინა. (დღესდღეობით ვთვლი , რომ მასზე უაზრო ფაკულტეტი არ არსებობს, უცხო ენა ყოველთვის შეგიძლია ისწავლო ყოველგვარი უნივერსიტეტის გარეშე)
თუმცა, "გულისთქმამ" მაინც თავისი ქნა, უცხოენების პირველი კურსის სტუდენტი ერთერთ ჟურნალის რედაქციას მივადექი და სამსახური ვითხოვე.
4 წელი ვიმუშავე სხვდასხვა ჟურნალ- გაზეთებში. ჩემი პირველი რესპოდენტი მაშინდელი ცნობილი ტელეწამყვანი იყო და სტატიის სათაური ასეთი იყო " ჩემი პირველი გადაცემის სტუმარი ხაჭაპურის გამყიდველი იყო" . საშინლად არ მომეწონა ეს სათაური , მაგრამ რედაქტორმა ასე გადაწყვიტა. თან სხვა კორესპონდენტიც გამომაყოლა და ერთი ციცქნა ინტერვიუ ორმა ადამიანმა დავწერეთ. რამოდენიმე ასეთი "გამოცდის" შემდეგ უფრო კომპეტენტური გავხდი რედაქტორის თვალში და უკვე თავად შემეძლო სათაურის არჩევა საკუთარი სტატიისთვის. ამ საქმიანობით ჩემი საკუთარი ფული მქონდა, რომლითაც თავისუფლად ვფარავდი მობილურის და გზის ხარჯებს. ასევე მეგობრების დაპატიჟებაც შემეძლო ფინჯან ყავაზე,ასევე ყველა მაშIნდელ კულტურულ ღონისძიებაზე უფასოდ დავდიოდი. ცხოვრების იმ ეტაპზე ეს მაკმაყოფილებდა. მუშაობის დროს უამრავი მარაზმი ხდებოდა მაგრამ რატომღაც მაშინ ნერვები არ მეშლებოდა. იმდენად მომწონდა ეს საქმე , რომ არასდროს ვიღლებოდი. რამოდენიმეჯერ ღამეც კი გამითევია მასალის გაშიფრვაშI და წერაში. დილით უბრალოდ შხაპი მიმიღია, გამომიცვლია ტანსაცმელი და წავსულვარ მასალის ჩასაბარებლად და იმავე დღეს სულაც არ ვგრძნობდი თავს დაღლილად. მიწევდა სხვადასხვა წრეში მოხვედრა, როკჯგუფების წევრებიდან დაწყებული, მინისტრის მოადგილეებით დამთავრებული. თუმცა სხვადასხვა კატეგორიის რესპოდენტებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. რამოდენიმე მათგანი დღემდე ჩემი მეგობარია.
ბოლოს, ამ ყველაფერს თავი დავანებე და რასაც ამჟამად ვსაქმიანობ კი იცით ან ვინც არ იცით, მათთვის მომავალში დავწერ ამის შესახებ :P

ესეც ჩემი პირველი პოსტი საკუთარ ბლოგზე :-)
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა აქ, ჩემი ცისარტყელის სამყაროშI, რომელიც მალე დაიხვეწება, გალამაზდება და უფრო სასიამოვნო გახდება აქ რამოდენიმე წუთის გატარება.