მზესუმზირა

ერთი შეკვრა (400გრ) გარჩეული მზესუმზირის გულები ვიყიდე და მტელი მუჭით ჩავიყარე პირში, როგორც ბავშვობაში ვიცოდი, მაგრამ უგემური იყო, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შრომა არ იყო ჩადებული მის გარჩევაში :))))))))))))))))))))))))))

P.S ნეტავ გამოიგონეს უკვე მზესუმზირის სარჩევი აპარატი თუ ვინმე ხელით არჩევს ამდენ მზესუმზირას ?

გერმანელი ექიმები

მაოცებს გერმანელი ექიმების ზოგადი განათლების დონე .
უკვე მესამე ექიმმა მიცნო , რომ ქართველი ვარ. რა თქმა უნდა გვარიდან გამომდინარე , მაგრამ სწორედ ეს მაკვირვებს.
უკვე რამდენი წელია გერმანელებთან მაქვს შეხება და ჯერ ვერავის გამოუცნია პირველივე ცდიდან თუ რომელი ქვეყნიდან ვარ. ზოგს ბერძენი ვგონივარ და ზოგს ფრანგი : )
გერმანელების ზოგადი განათლების დონე საშუალოზე დაბალია. ქვეყანაშI 600 000 წერა-კითხვის უცოდინარი და 7 მილიონი თურქია.
პირველმა ექიმმა ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე" მიხსენა და ქართულ გვარ-სახელებზე მესაუბრა.
მეორე ექიმმა მითხრა თქვენი პრეზიდენტი გიჟიაო :D მესამემ კი ჩვენი ფეხბურთელები შეაქო :)))))))))))))
ზემოთხსენებულმა სამივე ექიმმა ერთი და იგივე რამ მირჩია: ბევრი სითხე დალიეო. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის აბსოლიტურად სხვადასხვა განხრის წარმომადგენლები არიან.
გამოვედი დღეს ერთერთი ექიმის კაბინეტიდან , უახლოეს მაღაზიაში 1,5 ლიტრიანი ბოთლით წყალი ვიყიდე და საკუთარ თავს დავენიძლავე, რომ დღის განმავლობაში ბოლომდე დავცლიდი. ფეხითმოსიარულეთა ქუჩას გავუყევი ბოთლზე ჩახუტებულმა და ვფიქრობდი : ნეტავ ჩვენთან, საქართველოში რამდენი წერა-კიტხვის უცოდინარია ან რამდენი თურქი ან თუ იცის ვინმემ რამდენ ლიტრ წყალს სვამს დღეში ?

დაბრმაყრუებული მე

ცას ვერცხლისწყალმა გადაურბინა, ფოთლებზე ცრემლი დაღვარა ჭიამაიამ და ლოკოკინამ ქვაზე ტანი შეიწმინდა.
-და რას აკეთებ შენ?
-მე?
-ხო შენ, რომ წამოწოლილხარ და ეკრანს მისჩერებიხარ, თანაც ამდენი ხანი... ალბათ სათვალის შუშის ნომერი მალე -2 დან -4 აიწევს ან ჩამოიწევს, რა მნიშვნელობა აქვს, იმის თქმა მინდოდა, მხედველობა კიდევ უფრო გაგიუარესდება.
-იქნებ მეც ეგ მინდა?
-რა უჟმური ხარ...
-მართლა მინდა თვალში დამაკლდეს.
-რომ მერე უფრო სქელი შუშები ქონდეს შენს სათვალეს ?
-არა, მკიდია ჩემი სათვალე და მისი შუშების სისქე
- ?
-აღარ მინდა ვხედავდე ბევრ რამეს, ზედმეტი მომდის ხოლმე და მერე გულის პარკუჭის დიამეტრი ვიწროვდება.
-შენ გულიც გაქვს? ჰმ
-ხო, მქონია... გახსოვს, ჩემი გულის დასაფლავებაზე რამდენი ვიტირე?
-კი, ისიც მახსოვს , მეორე დღეს უკვე გაღიმებული შეხვდი მზის ამოსვლას.
-ხო, მზე ... როგორ მომენატრა თავხედი მზე, მთელი ზამთარი მათბობდა.
-შენ მგონი მართლა სიცხე გაქვს.
-პირიქით, სიცხე რომ არ მაქვს იმიტომ ვარ ასე.
-წადი დაიძინე, იქნებ რაიმე კარგი გესიზმროს და ხვალ უკეთეს განწყობაზე იყო.
-არ მეძინება, ახლა ყველაზე მეტად არ მეძინება, ან ჩემს განწყობას რას ერჩი?
-უცნაური მეჩვენები, როგორც მაშIნ... როცა ასე ხარ , რაღაც ხდება ხოლმე შენს თავს.
-ყოველთვის რაღაც ხდება ჩემს თავს და მე ეს მომწონს, ისე ხომ გავაფრენდი მოწყენილობისგან.
-არ გინდა მიამბო ?
-არა
-დააჯექი კარგად, არსად დაგეკარგოს
- : ) გაბრაზდი ?
-არა
-მაშინ ჩამეხუტე
-ცხელა, რა დროს ჩახუტებაა
- : (
- ნაყინი გინდა?
-გააჩნია რისი გემო აქვს
-ვანილის ნაყინია
- მაშIN მინდა...
- : ) ახლავე
- : )
-აი ინებე
- მმმმმ, გემრიელია
- ხოოოდა?...
-ხოოოდა, თვალშI რომ დამაკლდეს იცი რა კარგი იქნება? ცოტაც ყურში დამაკლდეს და ავიწყობ ცხოვრებას.
-რა სულელი ხარ...
-ვიცი
-და მაინც... რატომ გინდა რომ დაბრმავდე და დაყრუვდე ?
-ეგ არ მიტქვამს, უბრალოდ მინდა რომ ცოტა კიდევ დამაკლდეს მხედველობა და სმენა.
-რატომ?
- იმიტომ, რომ ვერ ვხედავდე როგორ არ ვუყვარვარ და არ მესმოდეს, თუ როგორ ამბობს საპირისპიროს.
-...