"გაშინაურების ინსტიტუტი " :)))

რამოდენიმე დღე ვერ გავბედე რაიმე დამეწერა. არადა ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ფაქტი მომხდარა , რისი მოყოლაც შეიძლება.
ყოველდღიურადაც ხდება რაღაცეები , მაგრამ... ახლა მივხვდი თუ რატომ ვერ ვწერდი. ბევრი ფიქრის შედეგად "გაშინაურების ინსტიტუტი " აღმოვაჩინე :)))))
ანუ მე ახალი ვარ ბლოგსამყაროში და ჯერ შინაურულად ვერ ვგრძნობ თავს. დავათვალიერე სხვისი ბლოგებიც და ძველი (სკოლის) დრო გამახსენდა.ვინმეს დაბადების დღეზე რომ მიდიხარ და იქ სასტავი იჩითება, რომელიც იუბილარის უახლოესი მეგობრებისგან შედგება ( ამ შემთხვევაში ჩვენ იუბილარის მეზობელი, ნათესავი, დედის დაქალის შვილი ან ვინმე ეგეთი ვართ) იქ ხომ ვერ იხუმრებ ისე, ვერ მოყვები ათას სისულელეს როგორც შენ სასტავში? ანუ სანამ არ მოშინაურდები რაღაც ჩარჩოში გიწევს ყოფნა. ეს შეიძლება რამოდენიმე საათი, დღე , კვირა ან თვე გაგრძელდეს. გრძელვადიანი თავისდამკვიდრების მომენტი ძირითადად ახალ სამსახურში ხდება ხოლმე. სანამ სიმპათიას, კეთილგანწყობას, ნდობას და პატივისცემას დაიმსახურებ. ნელნელა, სათითაოდ აღებ შენში არსებულ ოთახებს და ათვალიერებინებ შენ თავს თანამშრომლებს, მერე "შუტკაც იხსნება" და ასე ყალიბდება რაღაც ურთიერთობები. ალბათ ასეთი მომენტი ყველას გვქონია ცხოვრებაში. ხოდა ამ ბლოგზეც ასე დამემართა. მივხვდი, რომ პირდაპირ ვერ დავწერ ჩემს ყოველდღიურ ამბებს, სანამ თავს არ გაგაცნობთ ან იმ გარემოს მაინც, სადაც ვცხოვრობ. იმ ადამიანებს ვინც უკვე დიდი ხანია აქ წერენ, ბევრი რამ "ეპატიებათ" ანუ ვინმე აქტიურმა ბლოგერმა რომ დაწეროს, თუ როგორ გაიღვიძა დილით, გაიარა საძინებელი ( ამ ოთახში მომხდარი ამბების შესახებაც უკვე ბევრჯერ დაუწერია და იცით, რომ მარჯვენა კუთხეში დიდი პლუშის სათამაშO დევს დგას და მარცხენა კედელთან საწერი მაგიდა დგას) შევიდა ტუალეტში , სადაც ახალი სახის ტუალეტის ქაღალდი არის ჩამოკიდებული , რომელიც ინგლისშI გამოიგონეს იმისათვის , რომ უნიტაზზე ჯდომა მოსაწყენი არ იყოს და მასზე სხვადასხვა სტატიები, კროსვორდები და რებუსები დაბეჭდეს bla bla bla...
მოკლედ, იმედია მიმხვდით რასაც ვგულისხმობ.
ანუ ნებისმიერ ახალ კოლექტივში გვიწევს ნელ-ნელა გაშინაურება .
თუ ძალიან ვატრაკებ , ეგეც მითხარით : )
ახლა ცოტა ჩამოვყალიბდი და ვიცი დაახლოებით რა უნდა ვწერო. იმედია გამომივა და თქვენც დაგაინტერესებთ :)))

6 Kommentare:

Katten försvann hat gesagt…

ტვალეტის ქაღალდის იდეამ დამაინტერესა :D:D
ნეტა შექსპირის პოემებიანი ტვალეტის ქარალდი თუ არსებობს?

ჩორვენი¹³ hat gesagt…

gitxari! :P

ERM0NIA hat gesagt…

ვახ ამას ვის ვხედავ ბლოღოსფეროში? :bis: :kiss:

zicke hat gesagt…

"გაშინაურების ინსტიტუტი" რა მაგარია :D
მგონი მეც ეგ მჭირს :უსერ:
რა კარგია რომ იცი რაზე დაწერო :bis:
მე დავიტანჯე მივედ მოვედები რაღაცეებს და მერე აღარ ვწერ ბლოგზე

მე-ხათო hat gesagt…

vui... :c
wavide chagamato

: D

ki ara da

hxo

ნასტასია hat gesagt…

tavidan mec ,,gaushinaureblad'' vgrznobdi tavs da marto fotoebs vdebdi xolme debili bavshvivit :D :D

Kommentar veröffentlichen