5 ოცნება

მეც დავიტაგე თინისგან და უნდა დავწერო ჩემი 5 ოცნება.

ძალიან მინდა ფილმის გადაღება, სხვისი ფილმის გადაღებებზე კი მიმუშავია, მაგრამ ჩემი ფილმი მინდა რომ გადავიღო...
მაგრამ ეს ძალიან რეალურია და ოცნებას ვერ დავარქმევ.



პირველი : ამჟამინდელი განწყობით ნომერ პირველ ადგილზე დგას პარაშუტით გადმოხტომა,
იცით რამდენიხანია ამაზე ვოცნებობ ? უკვე რამოდნეიმე წელიწადია და მინდა,
რომ კიდევ რამოდენიმე წელი არ ავისრულო, დიახაც ძალით არ ავისრულო,
თორემ მერე აღარ დამრჩება ექსტრემალური ოცნება. ამიტომ ვცდილობ
მაქსიამლურად გაvწელო ამ ოცნების ასრულება.

მეორე: ჩემი სახლი მინდა ძალიან ( ეს პუნქტი ასევე მოიცავს ჩემს კარიერულ წარმატებას),
უფრო სწორად ძალიან მჭირდება. მთელი ცხოვრება
პატარა ბინაშI გავატარე, სადაც ჩემი ოთახი ნორმალურად არ მქონია,
არადა ძალიან მიყვარს ჩემს სამყაროში ყოფნა და ისეთი საგნები , რასაც მხოლოდ
"ჩემი " ქვია.
ბავშვობიდანვე ვინახავ ათასგვარ უაზრო ნივთს, ბოლო 8 წელია დავიწყე იმ
ქალაქების სუვენირების შეგროვება, სადაც კი ფეხი დამიდგამს.
საფოსტო ბარათებს ( ატკრიტკებს) აუცილებლად ვყოდულობ ყველგან, კიდევ
ბევრ პატარა ზომის სუვენირებს, რომლებსაც "პუწუწკებს" ვეძახი :)
ამათ ჩავაწყობ მაგიდა-ყუთში , რომელსაც ზევიდან შუშა ექნება და რომ
დახედავ დაინახავ ამ ნივთებს :)
მოკლედ, რომ დავბრუნდები საბოლოოდ საქართველოშI აუციელბალდ მინდა ,
რომ ცალკე ბინა მქონდეს და ეს ჩემი "განძი" გამოვფინო, უზარმაზარი
ევროპის ან მსოფლიო რუქა მინდა გავაკრა კედელზე და ყველა ქალაქთან,
მისივე ატკრიტკა მივაკრა :)
აა, ხო კიდევ ჰამაკი მინდა აუცილებლად ჩემს ოთახში.
გეპატიჟებით ყველას ჩემი ოთახის პრეზენტაციაზე წელიწადნახევარში :D



მესამე : მინდა რომ ჩემს გარშემო ხალხი, რომელსაც ვიცნობ (არა მხოლოდ ის ხალხი
ვინც მიყვარს) კარგად იყოს, საშIნლად მოქმედებს ჩემზე, როდესაც
ჩემს გარშემო უბედურ ადამიანებს ვხედავ. ყოველ ჩამოსვლაზე მაგას
ვგრძნობ და რაღაცნაირად ვმძიმდები, რაღაც ისეთ პრობლემებზე მესაუბრებიან,
რომ გული მიკვდება. ზოგს უბრალოდ უნარი არ შესწევს თავის პრობლემებს
მიხედოს, ზოგს საშUალება არა აქვს და ზოგსაც ჯანმრთელობა.
ამიტომ მინდა რომ ყველა, ვისაც კი ვიცნობ ჯანმრთელი , მიზანდასახული,
დასაქმებული და სიცოცხლით სავსე იყოს. მინდა, რომ იმის საშუალება
ქონდეთ, რომ თავისი ჭია გაახაროს ყველამ და ერთმანეთს ცხოვრება გაულამაზონ.




მეოთხე : ააააააა ძაააალიან მინდა კუბაში(ზე) წასვლა , თან სანამ კასტროები არიან,
მერე აღარ მინდა :(
ძალიან მაინტერესებს როგორი შეგრძნებაა უცებ კომუნიზმშI რომ მოხვდები.


მეხუთე : მინდა, რომ ჩემი ძმა იყოს ცოცხალი და ჩემს გვერდით იყოს ისევ. მენატრება და მაკლია. (ალბატ მივუძღვნი როდესმე პოსტს მასაც)


ეს არის ჩემი ამჟამინდელი ოცნებები, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ,
ერთი -ორი მათაგნი სხვა ოცნებებმა ჩაანაცვლონ ხოლმე,მაგრამ ძირითადად ეს არის.

(არ ვიცი ხალხი როგორ დავთაგო და იქნებ დამეხმაროთ ? )

2 წუთი

მივხვდი, რომ ცხოვრებას 2 წუთით ჩAმოვრჩები. ეს ბოლო პერიოდი 2 წუთით ვაგვიანებ ყველგან და ვგრძნობ რომ ცხოვრება მასწრებს :))
ეს ორი წინადადება არა მარტო უცნაურად ჟღერს, არამედ უცნაურ შეგრძნებასაც მოიცავს.
ალბათ ბევრი გსმენიათ გერმანული პუნქტუალურობის შესახებ. მეც მაქსიმალურად ვცდილობ ფეხი ავუწყო ნემცების ამ ტრადიციულ თვისებას და არსად დავაგვიანო. ( ამას რომ ჩემი ბავშVობის მეგობრები კითხულობდნენ , ალბათ არც დაიჯერებდნენ და გამოქანებული ქვაბის თავსახურების აცდენი მცდელობა იქნებოდა ჩემი მხრიდან , რადგან ცნობილია, რომ უახლოესი მეგობრების ანუ "ჩემების" შეხვედრაზე ნახევარი საათით მაინც ვაგვიანებ) თუმცა საქმიან შეხვედრებზე და სამსახურშI საქართVელოშIც არასდროს დამიგვიანია, პირიქით ხანდახან ზედმეტად ადრეც კი მივსულვარ, სამაგიეროდ ასე უფრო წყნარად ვარ ხოლმე.
ახლა კი გერმანულ 2 წუთს დავუბრუნდეთ. სახლიდან სამსახურამდე მეტროთი უნდა მივიდე . 1 გაჩერებაა მგზავრობის ხანგძლივობა 4 წუთი.
მატარებელი გადის საათშI ორჯერ 04 და 34 წუთებზე. ანუ ერთი მაინც თუ გავმაზე , მერე ნახევარი საათი უნდა ველოდო შემდეგს , ეს კი ნიშნავს , რომ მინიმუმ ოცი წუთით დავაგვიანებ სამსახურშI. ისეთი ადგილია, რომ ფეხითაც ვერ მივა ( რომ ამბობენ ხოლმე, ერთ გაჩერებას ფეხით გავივლიო) მე აეროპორტში ვმუშაობ და ეს მეტრო აეროპორტის ასფრენ-დასაფრენი ბილიკის ქვეშ გადის, ანუ ძალიანაც რომ მომინდეს ფეხით ვერ მივალ აეროპორტამდე.
მაშ ასე, განვაგრძობ კალკულატორობას, სახლიდან მეტროსადგურამდე ფეხით დაახლოებით 10 წუთი მჭირდება, გამოვდივარ სახლიდან 15 წუთით ადრე , გზაშI ვეწევი 1 ღერ სიგარეტს , გამიზნულად გადავდივარ ქუჩის მეორე მხარეს , რათა ნაკლები შუქნიშანი შემხვდეს, რომ ამაშI დრო არ დაიკარგოს. მეტროს ჩასასვლელთან მდგარ ავტომატში ვყიდულობ ბილეთს და ჩავდივარ მეტროშI . არა, ჩავდივარ კი არა, ჩავრბივარ და უცებ... ტაბლოზე წარწერა :შემდეგი მატარებელი გადის 28 წუთშI ... ანუ 2 წუთი სადღაც დავკარგე, გზაშI ამომივარდა თუ რა მოხდა ?
ეს ყოველივე ნიშნავს , რომ თუ სამსახურშI მაგალითად 21:15 წუთზე უნდა ვყოფილიყავი, ახლა ვიქნები 21:45 ანუ ნახევარი საათი ფაფუ... არადა 2 წუთი, მხოლოდ ორადორი წუთი უკვე ამხელა პრობლემებს ქმნის. თითოეული წუთი ფულია, ანუ ხელფასზე აისახება, დაგვიანებული ნახევარი საათი დაახლოებით 5 ევროა. არადა, არავინ გეჩხუბება, შეგიძლია სმენის მერე დარჩე და ის ნახევარი სააათი დაიმატო, ამ მხრივ არ არის ეს საკითხი პრობლემატური, მაგრამ ეს ლაწირაკი 2 წუთი მაგიჟებს.
ერთადერთი სადაც მე ვჯობნი 2 წუთს, ეს არის დილის სმენა, მაგ დროს დილის 4 საათზე ვდგები . პირველი მატარებელი 05:04 საათზე გადის და ყოველთვის ვასწრებ დროულად მისვლას, ალბათ მაგ დროს სძინავს 2 წუთს და ვერ მომსდევს უკან.
იცით როგორი წარმომიდგენია ეს 2 წუთი? გამხდარი, საშუალო სიმაღლის , ოდნავ მხრებშI მოხრილი, მოგრძო თმების რუხი არსება...

პ.ს. მხოლოდ სამსახურშI მიმავალ გზაზე არ ხდება მსგავსი შემთხვევები. სილამაზის სალონშI, ავტობუსის გაჩერებაზე, ექიმთან ვიზიტისას,მაღაზიაშI შესვლისას და ა.შ.
თქვენც გყავთ ასეთი" ცხოვრების თანამგზავრი" ?

რა ნივთი ხარ ?

რაღაც ცარიელ ჭიქას მივამსგავსე თავი ამ ბოლო დროს , ოღონდ იცით რომელ ჭიქას?
ყოველდღე ჩAის ან ყავის დასალევად რომ იყენებენ იმას კი არა, არამედ ხანდახან რომ გადმოიღებენ, როცა იმაზე მეტი ადამიანი აღმოჩნდება ერთ ჭერ ქვეშ, ვიდრე ყოველდღიურად ამ სახლში ცხოვრობს. მაშIN გაიღება ხოლმე კარადა და გადმოიღებენ ამ ჭიქას ( ალბათ უფრო ღვინის) . გამოასუფთავებენ (ან არც ) შეავსებენ იმ სასმელით რაც მის დროებით მფლობელს სურს , იგი თითებით ეთამაშება ამ ჭიქას მთელი "ბატონობის" განმავლობაშI. გაავსებს და მერე ხან ბოლომდე დაცლის, ხან სანახევროდ, ხანაც კარგა ხანი პირს არ აკარებს . რაც დრო გადის მით უფრო ნაკლებად ეხებიან ამ ჭიქას, ზოგჯერ ავიწყდებათ კიდევაც, გადაჯდებიან სხვა ადგილას და რომ გაიხედ-გამოიხედავენ და საკუთარ ჭიქას ვერ დაინახავენ , სხვისიდან დალევა კი ეზიზღებათ, სწორედ მაშინ გაიხსენებენ და ისევ ხელს სტაცებენ. თუ დავარდება და გატყდება , ნიშნავს რომ ვეღაც გაბედნიერდება.
უფ, რამდენჯერ ჩაუფერფლებიათ ჩემს სულში ...

p.s. ვინ რა ნივთი ხართ ?

მდა?!

დასაწყისშI იგი იყო ყველაზე საუკეთესო , რაც ჩემს ცხოვრებაშI მომხდარა.
შემდეგ გადაიქცა ისეთად, რომლის მსგავსიც ცხოვრებაშI რამოდენიმეჯერ უკვე მყავდა,
საბოლოოდ აღმოჩნდა ისეთი, როგორის ყოლაც ყოველთვის შემიძლია.
ახლა კი მიხარია , რომ აღარ არის ჩემს გვერდით... მიხარია კი ???

მზესუმზირა

ერთი შეკვრა (400გრ) გარჩეული მზესუმზირის გულები ვიყიდე და მტელი მუჭით ჩავიყარე პირში, როგორც ბავშვობაში ვიცოდი, მაგრამ უგემური იყო, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შრომა არ იყო ჩადებული მის გარჩევაში :))))))))))))))))))))))))))

P.S ნეტავ გამოიგონეს უკვე მზესუმზირის სარჩევი აპარატი თუ ვინმე ხელით არჩევს ამდენ მზესუმზირას ?

გერმანელი ექიმები

მაოცებს გერმანელი ექიმების ზოგადი განათლების დონე .
უკვე მესამე ექიმმა მიცნო , რომ ქართველი ვარ. რა თქმა უნდა გვარიდან გამომდინარე , მაგრამ სწორედ ეს მაკვირვებს.
უკვე რამდენი წელია გერმანელებთან მაქვს შეხება და ჯერ ვერავის გამოუცნია პირველივე ცდიდან თუ რომელი ქვეყნიდან ვარ. ზოგს ბერძენი ვგონივარ და ზოგს ფრანგი : )
გერმანელების ზოგადი განათლების დონე საშუალოზე დაბალია. ქვეყანაშI 600 000 წერა-კითხვის უცოდინარი და 7 მილიონი თურქია.
პირველმა ექიმმა ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე" მიხსენა და ქართულ გვარ-სახელებზე მესაუბრა.
მეორე ექიმმა მითხრა თქვენი პრეზიდენტი გიჟიაო :D მესამემ კი ჩვენი ფეხბურთელები შეაქო :)))))))))))))
ზემოთხსენებულმა სამივე ექიმმა ერთი და იგივე რამ მირჩია: ბევრი სითხე დალიეო. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის აბსოლიტურად სხვადასხვა განხრის წარმომადგენლები არიან.
გამოვედი დღეს ერთერთი ექიმის კაბინეტიდან , უახლოეს მაღაზიაში 1,5 ლიტრიანი ბოთლით წყალი ვიყიდე და საკუთარ თავს დავენიძლავე, რომ დღის განმავლობაში ბოლომდე დავცლიდი. ფეხითმოსიარულეთა ქუჩას გავუყევი ბოთლზე ჩახუტებულმა და ვფიქრობდი : ნეტავ ჩვენთან, საქართველოში რამდენი წერა-კიტხვის უცოდინარია ან რამდენი თურქი ან თუ იცის ვინმემ რამდენ ლიტრ წყალს სვამს დღეში ?

დაბრმაყრუებული მე

ცას ვერცხლისწყალმა გადაურბინა, ფოთლებზე ცრემლი დაღვარა ჭიამაიამ და ლოკოკინამ ქვაზე ტანი შეიწმინდა.
-და რას აკეთებ შენ?
-მე?
-ხო შენ, რომ წამოწოლილხარ და ეკრანს მისჩერებიხარ, თანაც ამდენი ხანი... ალბათ სათვალის შუშის ნომერი მალე -2 დან -4 აიწევს ან ჩამოიწევს, რა მნიშვნელობა აქვს, იმის თქმა მინდოდა, მხედველობა კიდევ უფრო გაგიუარესდება.
-იქნებ მეც ეგ მინდა?
-რა უჟმური ხარ...
-მართლა მინდა თვალში დამაკლდეს.
-რომ მერე უფრო სქელი შუშები ქონდეს შენს სათვალეს ?
-არა, მკიდია ჩემი სათვალე და მისი შუშების სისქე
- ?
-აღარ მინდა ვხედავდე ბევრ რამეს, ზედმეტი მომდის ხოლმე და მერე გულის პარკუჭის დიამეტრი ვიწროვდება.
-შენ გულიც გაქვს? ჰმ
-ხო, მქონია... გახსოვს, ჩემი გულის დასაფლავებაზე რამდენი ვიტირე?
-კი, ისიც მახსოვს , მეორე დღეს უკვე გაღიმებული შეხვდი მზის ამოსვლას.
-ხო, მზე ... როგორ მომენატრა თავხედი მზე, მთელი ზამთარი მათბობდა.
-შენ მგონი მართლა სიცხე გაქვს.
-პირიქით, სიცხე რომ არ მაქვს იმიტომ ვარ ასე.
-წადი დაიძინე, იქნებ რაიმე კარგი გესიზმროს და ხვალ უკეთეს განწყობაზე იყო.
-არ მეძინება, ახლა ყველაზე მეტად არ მეძინება, ან ჩემს განწყობას რას ერჩი?
-უცნაური მეჩვენები, როგორც მაშIნ... როცა ასე ხარ , რაღაც ხდება ხოლმე შენს თავს.
-ყოველთვის რაღაც ხდება ჩემს თავს და მე ეს მომწონს, ისე ხომ გავაფრენდი მოწყენილობისგან.
-არ გინდა მიამბო ?
-არა
-დააჯექი კარგად, არსად დაგეკარგოს
- : ) გაბრაზდი ?
-არა
-მაშინ ჩამეხუტე
-ცხელა, რა დროს ჩახუტებაა
- : (
- ნაყინი გინდა?
-გააჩნია რისი გემო აქვს
-ვანილის ნაყინია
- მაშIN მინდა...
- : ) ახლავე
- : )
-აი ინებე
- მმმმმ, გემრიელია
- ხოოოდა?...
-ხოოოდა, თვალშI რომ დამაკლდეს იცი რა კარგი იქნება? ცოტაც ყურში დამაკლდეს და ავიწყობ ცხოვრებას.
-რა სულელი ხარ...
-ვიცი
-და მაინც... რატომ გინდა რომ დაბრმავდე და დაყრუვდე ?
-ეგ არ მიტქვამს, უბრალოდ მინდა რომ ცოტა კიდევ დამაკლდეს მხედველობა და სმენა.
-რატომ?
- იმიტომ, რომ ვერ ვხედავდე როგორ არ ვუყვარვარ და არ მესმოდეს, თუ როგორ ამბობს საპირისპიროს.
-...