დაბრმაყრუებული მე

ცას ვერცხლისწყალმა გადაურბინა, ფოთლებზე ცრემლი დაღვარა ჭიამაიამ და ლოკოკინამ ქვაზე ტანი შეიწმინდა.
-და რას აკეთებ შენ?
-მე?
-ხო შენ, რომ წამოწოლილხარ და ეკრანს მისჩერებიხარ, თანაც ამდენი ხანი... ალბათ სათვალის შუშის ნომერი მალე -2 დან -4 აიწევს ან ჩამოიწევს, რა მნიშვნელობა აქვს, იმის თქმა მინდოდა, მხედველობა კიდევ უფრო გაგიუარესდება.
-იქნებ მეც ეგ მინდა?
-რა უჟმური ხარ...
-მართლა მინდა თვალში დამაკლდეს.
-რომ მერე უფრო სქელი შუშები ქონდეს შენს სათვალეს ?
-არა, მკიდია ჩემი სათვალე და მისი შუშების სისქე
- ?
-აღარ მინდა ვხედავდე ბევრ რამეს, ზედმეტი მომდის ხოლმე და მერე გულის პარკუჭის დიამეტრი ვიწროვდება.
-შენ გულიც გაქვს? ჰმ
-ხო, მქონია... გახსოვს, ჩემი გულის დასაფლავებაზე რამდენი ვიტირე?
-კი, ისიც მახსოვს , მეორე დღეს უკვე გაღიმებული შეხვდი მზის ამოსვლას.
-ხო, მზე ... როგორ მომენატრა თავხედი მზე, მთელი ზამთარი მათბობდა.
-შენ მგონი მართლა სიცხე გაქვს.
-პირიქით, სიცხე რომ არ მაქვს იმიტომ ვარ ასე.
-წადი დაიძინე, იქნებ რაიმე კარგი გესიზმროს და ხვალ უკეთეს განწყობაზე იყო.
-არ მეძინება, ახლა ყველაზე მეტად არ მეძინება, ან ჩემს განწყობას რას ერჩი?
-უცნაური მეჩვენები, როგორც მაშIნ... როცა ასე ხარ , რაღაც ხდება ხოლმე შენს თავს.
-ყოველთვის რაღაც ხდება ჩემს თავს და მე ეს მომწონს, ისე ხომ გავაფრენდი მოწყენილობისგან.
-არ გინდა მიამბო ?
-არა
-დააჯექი კარგად, არსად დაგეკარგოს
- : ) გაბრაზდი ?
-არა
-მაშინ ჩამეხუტე
-ცხელა, რა დროს ჩახუტებაა
- : (
- ნაყინი გინდა?
-გააჩნია რისი გემო აქვს
-ვანილის ნაყინია
- მაშIN მინდა...
- : ) ახლავე
- : )
-აი ინებე
- მმმმმ, გემრიელია
- ხოოოდა?...
-ხოოოდა, თვალშI რომ დამაკლდეს იცი რა კარგი იქნება? ცოტაც ყურში დამაკლდეს და ავიწყობ ცხოვრებას.
-რა სულელი ხარ...
-ვიცი
-და მაინც... რატომ გინდა რომ დაბრმავდე და დაყრუვდე ?
-ეგ არ მიტქვამს, უბრალოდ მინდა რომ ცოტა კიდევ დამაკლდეს მხედველობა და სმენა.
-რატომ?
- იმიტომ, რომ ვერ ვხედავდე როგორ არ ვუყვარვარ და არ მესმოდეს, თუ როგორ ამბობს საპირისპიროს.
-...

3 Kommentare:

Kate hat gesagt…

"იმიტომ, რომ ვერ ვხედავდე როგორ არ ვუყვარვარ და არ მესმოდეს, თუ როგორ ამბობს საპირისპიროს."
"ცოტაც ყურში დამაკლდეს და ავიწყობ ცხოვრებას."
"აღარ მინდა ვხედავდე ბევრ რამეს, ზედმეტი მომდის ხოლმე და მერე გულის პარკუჭის დიამეტრი ვიწროვდება."

ჩემს გულში იჯექი შენ მგონი.

ჩორვენი¹³ hat gesagt…

sul shemodivar mara arasodes vici ra davakomento da ra davakomento ase rom verafers ver vwer da gavdivar isev

Teonala hat gesagt…

@Kate - ნაყინი გინდა ? :P

@ ჩორვენი - ალბათ ჯერ არ მოგწონებია ნაწერები და იმიტომ ვერ წერ ვერაფერს. რა ვიცი ვცდილობ :D
ამასწინათ ვიფიქრე, გავაუქმებ ბლოგსმეთქი, მაინც ვერ ვწერ ისე, ადრე რომ ვწერდი.
ადრე ხელს ეწერინებოდა თავისით , ახლა ვეღარ... არც ვიცი რატომ, რომ ვიცოდე ცოტას ვიმუშავებდი ჩემს თავზე და გავაღვიძებდი მიძინებულ მუზას, ჯერ თუ არ გაპარულა ძილშI : )

Kommentar veröffentlichen