5 ოცნება

მეც დავიტაგე თინისგან და უნდა დავწერო ჩემი 5 ოცნება.

ძალიან მინდა ფილმის გადაღება, სხვისი ფილმის გადაღებებზე კი მიმუშავია, მაგრამ ჩემი ფილმი მინდა რომ გადავიღო...
მაგრამ ეს ძალიან რეალურია და ოცნებას ვერ დავარქმევ.



პირველი : ამჟამინდელი განწყობით ნომერ პირველ ადგილზე დგას პარაშუტით გადმოხტომა,
იცით რამდენიხანია ამაზე ვოცნებობ ? უკვე რამოდნეიმე წელიწადია და მინდა,
რომ კიდევ რამოდენიმე წელი არ ავისრულო, დიახაც ძალით არ ავისრულო,
თორემ მერე აღარ დამრჩება ექსტრემალური ოცნება. ამიტომ ვცდილობ
მაქსიამლურად გაvწელო ამ ოცნების ასრულება.

მეორე: ჩემი სახლი მინდა ძალიან ( ეს პუნქტი ასევე მოიცავს ჩემს კარიერულ წარმატებას),
უფრო სწორად ძალიან მჭირდება. მთელი ცხოვრება
პატარა ბინაშI გავატარე, სადაც ჩემი ოთახი ნორმალურად არ მქონია,
არადა ძალიან მიყვარს ჩემს სამყაროში ყოფნა და ისეთი საგნები , რასაც მხოლოდ
"ჩემი " ქვია.
ბავშვობიდანვე ვინახავ ათასგვარ უაზრო ნივთს, ბოლო 8 წელია დავიწყე იმ
ქალაქების სუვენირების შეგროვება, სადაც კი ფეხი დამიდგამს.
საფოსტო ბარათებს ( ატკრიტკებს) აუცილებლად ვყოდულობ ყველგან, კიდევ
ბევრ პატარა ზომის სუვენირებს, რომლებსაც "პუწუწკებს" ვეძახი :)
ამათ ჩავაწყობ მაგიდა-ყუთში , რომელსაც ზევიდან შუშა ექნება და რომ
დახედავ დაინახავ ამ ნივთებს :)
მოკლედ, რომ დავბრუნდები საბოლოოდ საქართველოშI აუციელბალდ მინდა ,
რომ ცალკე ბინა მქონდეს და ეს ჩემი "განძი" გამოვფინო, უზარმაზარი
ევროპის ან მსოფლიო რუქა მინდა გავაკრა კედელზე და ყველა ქალაქთან,
მისივე ატკრიტკა მივაკრა :)
აა, ხო კიდევ ჰამაკი მინდა აუცილებლად ჩემს ოთახში.
გეპატიჟებით ყველას ჩემი ოთახის პრეზენტაციაზე წელიწადნახევარში :D



მესამე : მინდა რომ ჩემს გარშემო ხალხი, რომელსაც ვიცნობ (არა მხოლოდ ის ხალხი
ვინც მიყვარს) კარგად იყოს, საშIნლად მოქმედებს ჩემზე, როდესაც
ჩემს გარშემო უბედურ ადამიანებს ვხედავ. ყოველ ჩამოსვლაზე მაგას
ვგრძნობ და რაღაცნაირად ვმძიმდები, რაღაც ისეთ პრობლემებზე მესაუბრებიან,
რომ გული მიკვდება. ზოგს უბრალოდ უნარი არ შესწევს თავის პრობლემებს
მიხედოს, ზოგს საშUალება არა აქვს და ზოგსაც ჯანმრთელობა.
ამიტომ მინდა რომ ყველა, ვისაც კი ვიცნობ ჯანმრთელი , მიზანდასახული,
დასაქმებული და სიცოცხლით სავსე იყოს. მინდა, რომ იმის საშუალება
ქონდეთ, რომ თავისი ჭია გაახაროს ყველამ და ერთმანეთს ცხოვრება გაულამაზონ.




მეოთხე : ააააააა ძაააალიან მინდა კუბაში(ზე) წასვლა , თან სანამ კასტროები არიან,
მერე აღარ მინდა :(
ძალიან მაინტერესებს როგორი შეგრძნებაა უცებ კომუნიზმშI რომ მოხვდები.


მეხუთე : მინდა, რომ ჩემი ძმა იყოს ცოცხალი და ჩემს გვერდით იყოს ისევ. მენატრება და მაკლია. (ალბატ მივუძღვნი როდესმე პოსტს მასაც)


ეს არის ჩემი ამჟამინდელი ოცნებები, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ,
ერთი -ორი მათაგნი სხვა ოცნებებმა ჩაანაცვლონ ხოლმე,მაგრამ ძირითადად ეს არის.

(არ ვიცი ხალხი როგორ დავთაგო და იქნებ დამეხმაროთ ? )

6 Kommentare:

Anonym hat gesagt…

Wooow :) Chemtanac shemo....yvelaze Fashion blogze :D

Sophie שרה Golden hat gesagt…

მე უკვე აღარ მჯერა ოცნებების... მავიწყდება და მეშინია კიდეც :|
იმედია, მეც ვნახავ შენს ოთახს წელიწადნახევარში. Like you so much!

Landish hat gesagt…

ერთი მე არავინ დამტაგოს რა =)))

civciva hat gesagt…

ert ocnebis ganxorcilelebashi me dagexmarebi


paraShuti

Unknown hat gesagt…

საინტერესო ჩანაწერია. მე იმდენჯერ მომიწია ყველაფრის დატოვება (ხალხის, ნივთების) და წასვლას, ვიცი, როგორი მტკივნეული პროცესიცაა. ამბობენ, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მართალია, ნივთებს შეიძენ ხელახლა, მაგრამ დაკარგული ადამიანები წარსულში და მოგონებებში რჩებიან მარტო.

ცხოვრება გრძელდება და მე მინდა სახლი ოკეანესთან :) გარშემო ყველა კონფიდენტი, ნიჭიერი და ბედნიერი.

აგისრულდეს ყველა კეთილი სურვილი თეონალა შენ და ჩვენ ყველას! :)

tornike.ziziashvili hat gesagt…

eh,vin macdis ocnebas :D

Kommentar veröffentlichen