ჩემი პირველი პოსტი

ავისრულე რამოდენიმე წლის სურვილი და გავაკეთე ჩემი ბლოგი.
ახლა ვზივარ, შევცქერი ამ ცარიელ გვერდს და ვხვდები, რომ რაღაც ძალიან მიხარია, მაგრამ არ ვიცი რა :D
ამ გადაწყვეტილებამდე Kissie ს ბლოგზე წაკითხულმა ბოლო პოსტმა და მასზე გაკეთებულმა ჩემმა კომენტარმა მიმიყვანა, სადაც ჩემი ბავშვობისდროინდელი
საქმიანობა გავიხსენე, ალბათ ნოსტალგიაშიც გადავვარდი და აი, კიდევ ერთი ახალი ბლოგი შეიქმნა.
გადმოვიტან იმ კომენტარის არაადაპტირებულ(ვრცელ) ვერსიას აქ და ეს იქნება ჩემი პირველი პოსტი.
რადგან "თავისუფალ თემებს " კარგად ვწერდი, ჩემს 1 კასეტიან მაგნიტოფონზე გადაცემებს ვიწერდი, (სადაც გაზეთებიდან ვკითხულობდი მასალებს, რეკლემებსაც კი ვუშვებდი, ასევე ინტერვიუებს ვკითხულობდი სხვადასხვა ხმით, ანუ რესპოდენტიც და კორესპონდენტიც მე ვიყავი და კითხვა პასუხის მიხედვით ვიცვლიდი ხმებს) და ამინდის ყოველ ცვლილებაზე ჩანახატებს ვაკეთებდი. აააა ხო, სულ პატარა რომ ვიყავი ( დედაჩემის ქუსლიანი ფეხსაცმელები რომ დიდი მქონდა) სარკის წინ ვჯდებოდი, გვერდით ვაზას ვდგამდი და "დიქტორობანას" ვთამაშობდი.სკოლაში დარიგებული, პირველი კლასის წითელყდიანი ფოტოალბომი ( ყველას რომ გვაქვს ) მქონდა ამოდებული თაბახის ფურცლების ქვეშ და გადაცემების პროგრამას ვკითხულობდი :D მოკლედ, ამ ყველაფრის გამო მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი. სანამ აბიტურიენტობის წელი დადგებოდა, უკვე მქონდა ჩემი დიქტოფონი და ქუჩაშI გამოკითხვებსაც ვაკეთებდი. მანამდე კი მოხდა ის, რომ ვეღაცამ შემთხვევით მოისმინა კასეტაზე ჩაწერილი ჩემი "გადაცემები" და რადიოში შემომთავაზეს მუშაობა. როცა გადაცემის სცენარი დავწერე და ერთერთმა ცნობილმა და ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანმა შემისწორა, სიტყვა" გამარჯობათ" ში "თ" -ს დიდი წითელი ხაზი გადაუსვა და მას შემდეგ ვიცი რომ ეს სიტყვა "თ" ს გარეშე იხმარება :D რამოდენიმე გადაცემის შემდეგ, იძულებული ვიყავი დამენებებინა თავი რადიოში მუშაობისთვის, რათა "სწავლისთვის მიმეხედა" და მთელი წელი 4 სხვადასხვა რეპეტიტორთან მევლო ( აუ რა პრიკოლი სიტყვაა რეპეტიტორი :D )
მამაჩემმა ( რომელიც თავად ჟურნალისტია) მირჩია , რომ სხვა ფაკულტეტი ამერჩია, რადგან ამ პროფესიას დიპლომი მაინც არ ჭირდება, თუ ნიჭი გაქვს მაინც დაწერ და იქნები ჟურნალისტიო, უცხო ენა კი ყოველთვის დაგჭირდებაო. ამიტომ გადავწყვიტე(თ) უცხო ენათა ფაკულტეტზე(გერმანულზე) ჩამებარებინა. (დღესდღეობით ვთვლი , რომ მასზე უაზრო ფაკულტეტი არ არსებობს, უცხო ენა ყოველთვის შეგიძლია ისწავლო ყოველგვარი უნივერსიტეტის გარეშე)
თუმცა, "გულისთქმამ" მაინც თავისი ქნა, უცხოენების პირველი კურსის სტუდენტი ერთერთ ჟურნალის რედაქციას მივადექი და სამსახური ვითხოვე.
4 წელი ვიმუშავე სხვდასხვა ჟურნალ- გაზეთებში. ჩემი პირველი რესპოდენტი მაშინდელი ცნობილი ტელეწამყვანი იყო და სტატიის სათაური ასეთი იყო " ჩემი პირველი გადაცემის სტუმარი ხაჭაპურის გამყიდველი იყო" . საშინლად არ მომეწონა ეს სათაური , მაგრამ რედაქტორმა ასე გადაწყვიტა. თან სხვა კორესპონდენტიც გამომაყოლა და ერთი ციცქნა ინტერვიუ ორმა ადამიანმა დავწერეთ. რამოდენიმე ასეთი "გამოცდის" შემდეგ უფრო კომპეტენტური გავხდი რედაქტორის თვალში და უკვე თავად შემეძლო სათაურის არჩევა საკუთარი სტატიისთვის. ამ საქმიანობით ჩემი საკუთარი ფული მქონდა, რომლითაც თავისუფლად ვფარავდი მობილურის და გზის ხარჯებს. ასევე მეგობრების დაპატიჟებაც შემეძლო ფინჯან ყავაზე,ასევე ყველა მაშIნდელ კულტურულ ღონისძიებაზე უფასოდ დავდიოდი. ცხოვრების იმ ეტაპზე ეს მაკმაყოფილებდა. მუშაობის დროს უამრავი მარაზმი ხდებოდა მაგრამ რატომღაც მაშინ ნერვები არ მეშლებოდა. იმდენად მომწონდა ეს საქმე , რომ არასდროს ვიღლებოდი. რამოდენიმეჯერ ღამეც კი გამითევია მასალის გაშიფრვაშI და წერაში. დილით უბრალოდ შხაპი მიმიღია, გამომიცვლია ტანსაცმელი და წავსულვარ მასალის ჩასაბარებლად და იმავე დღეს სულაც არ ვგრძნობდი თავს დაღლილად. მიწევდა სხვადასხვა წრეში მოხვედრა, როკჯგუფების წევრებიდან დაწყებული, მინისტრის მოადგილეებით დამთავრებული. თუმცა სხვადასხვა კატეგორიის რესპოდენტებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. რამოდენიმე მათგანი დღემდე ჩემი მეგობარია.
ბოლოს, ამ ყველაფერს თავი დავანებე და რასაც ამჟამად ვსაქმიანობ კი იცით ან ვინც არ იცით, მათთვის მომავალში დავწერ ამის შესახებ :P

ესეც ჩემი პირველი პოსტი საკუთარ ბლოგზე :-)
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა აქ, ჩემი ცისარტყელის სამყაროშI, რომელიც მალე დაიხვეწება, გალამაზდება და უფრო სასიამოვნო გახდება აქ რამოდენიმე წუთის გატარება.

10 Kommentare:

vasasi hat gesagt…

მომეწონა.. :)
რაღაცა...
ისა..
მეც ვაპირებდი მითრევას სადმე პირველ კურსზე..
აქამდე ვაპირებ..
აგერ, მესამეზე ვარ და არსად არ მივსულვარ.. :D

გაალამაზე რა მალე.. :)

Toma hat gesagt…

მიხარია ახალი ბლოგერის გამოჩენა.
გამოსაცერი ღილაკი დაურთე რომ ახალი პოსტების გამოცერა შევძლოთ.

მარიამ ბლანკი¹³ hat gesagt…

gushin damaviwyda komentaris gaketeba da davlbi sasiamovno postia tanac pirveli :D

exla kidev veli yvelafer imas rac chamotvale :)

Unknown hat gesagt…

Welcome :)
კიდევ ერთი ახალი ბლოგერი.. კარგია :)

Kate hat gesagt…

კარგი დასაწყისია.
გაალამაზე ბლოგი და სუპერი იქნება.

zicke hat gesagt…

რა მაგარია , წარმატებები შენც თეო :) მიხარია შენი ბლოგი , მეც რამოდენიმე წელი ვფიქრობდი გაკეთებას და ზუსტად ეხლა მოვახერხე , კიდევ ერთხელ წარმატებები და +1 შენი ბლოგის მკითხველი ვარ :D

nati kuda hat gesagt…

ra lamazi tema agirchevia :)

Unknown hat gesagt…

Welcome to the blog world :D

Anonym hat gesagt…

მმმ :)

შენი ბლოგი ეხლა აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა :)

წარმატებები :)

Anonym hat gesagt…

კარგი პოსტია, თან პირველის კვალობაზე ნამეტანი სუფთა და გულწრფელი :) იმედია ახლა უკვე მოშნაურდი ბლოგოსფეროშ :) წარმატებები

Kommentar veröffentlichen