2 წუთი

მივხვდი, რომ ცხოვრებას 2 წუთით ჩAმოვრჩები. ეს ბოლო პერიოდი 2 წუთით ვაგვიანებ ყველგან და ვგრძნობ რომ ცხოვრება მასწრებს :))
ეს ორი წინადადება არა მარტო უცნაურად ჟღერს, არამედ უცნაურ შეგრძნებასაც მოიცავს.
ალბათ ბევრი გსმენიათ გერმანული პუნქტუალურობის შესახებ. მეც მაქსიმალურად ვცდილობ ფეხი ავუწყო ნემცების ამ ტრადიციულ თვისებას და არსად დავაგვიანო. ( ამას რომ ჩემი ბავშVობის მეგობრები კითხულობდნენ , ალბათ არც დაიჯერებდნენ და გამოქანებული ქვაბის თავსახურების აცდენი მცდელობა იქნებოდა ჩემი მხრიდან , რადგან ცნობილია, რომ უახლოესი მეგობრების ანუ "ჩემების" შეხვედრაზე ნახევარი საათით მაინც ვაგვიანებ) თუმცა საქმიან შეხვედრებზე და სამსახურშI საქართVელოშIც არასდროს დამიგვიანია, პირიქით ხანდახან ზედმეტად ადრეც კი მივსულვარ, სამაგიეროდ ასე უფრო წყნარად ვარ ხოლმე.
ახლა კი გერმანულ 2 წუთს დავუბრუნდეთ. სახლიდან სამსახურამდე მეტროთი უნდა მივიდე . 1 გაჩერებაა მგზავრობის ხანგძლივობა 4 წუთი.
მატარებელი გადის საათშI ორჯერ 04 და 34 წუთებზე. ანუ ერთი მაინც თუ გავმაზე , მერე ნახევარი საათი უნდა ველოდო შემდეგს , ეს კი ნიშნავს , რომ მინიმუმ ოცი წუთით დავაგვიანებ სამსახურშI. ისეთი ადგილია, რომ ფეხითაც ვერ მივა ( რომ ამბობენ ხოლმე, ერთ გაჩერებას ფეხით გავივლიო) მე აეროპორტში ვმუშაობ და ეს მეტრო აეროპორტის ასფრენ-დასაფრენი ბილიკის ქვეშ გადის, ანუ ძალიანაც რომ მომინდეს ფეხით ვერ მივალ აეროპორტამდე.
მაშ ასე, განვაგრძობ კალკულატორობას, სახლიდან მეტროსადგურამდე ფეხით დაახლოებით 10 წუთი მჭირდება, გამოვდივარ სახლიდან 15 წუთით ადრე , გზაშI ვეწევი 1 ღერ სიგარეტს , გამიზნულად გადავდივარ ქუჩის მეორე მხარეს , რათა ნაკლები შუქნიშანი შემხვდეს, რომ ამაშI დრო არ დაიკარგოს. მეტროს ჩასასვლელთან მდგარ ავტომატში ვყიდულობ ბილეთს და ჩავდივარ მეტროშI . არა, ჩავდივარ კი არა, ჩავრბივარ და უცებ... ტაბლოზე წარწერა :შემდეგი მატარებელი გადის 28 წუთშI ... ანუ 2 წუთი სადღაც დავკარგე, გზაშI ამომივარდა თუ რა მოხდა ?
ეს ყოველივე ნიშნავს , რომ თუ სამსახურშI მაგალითად 21:15 წუთზე უნდა ვყოფილიყავი, ახლა ვიქნები 21:45 ანუ ნახევარი საათი ფაფუ... არადა 2 წუთი, მხოლოდ ორადორი წუთი უკვე ამხელა პრობლემებს ქმნის. თითოეული წუთი ფულია, ანუ ხელფასზე აისახება, დაგვიანებული ნახევარი საათი დაახლოებით 5 ევროა. არადა, არავინ გეჩხუბება, შეგიძლია სმენის მერე დარჩე და ის ნახევარი სააათი დაიმატო, ამ მხრივ არ არის ეს საკითხი პრობლემატური, მაგრამ ეს ლაწირაკი 2 წუთი მაგიჟებს.
ერთადერთი სადაც მე ვჯობნი 2 წუთს, ეს არის დილის სმენა, მაგ დროს დილის 4 საათზე ვდგები . პირველი მატარებელი 05:04 საათზე გადის და ყოველთვის ვასწრებ დროულად მისვლას, ალბათ მაგ დროს სძინავს 2 წუთს და ვერ მომსდევს უკან.
იცით როგორი წარმომიდგენია ეს 2 წუთი? გამხდარი, საშუალო სიმაღლის , ოდნავ მხრებშI მოხრილი, მოგრძო თმების რუხი არსება...

პ.ს. მხოლოდ სამსახურშI მიმავალ გზაზე არ ხდება მსგავსი შემთხვევები. სილამაზის სალონშI, ავტობუსის გაჩერებაზე, ექიმთან ვიზიტისას,მაღაზიაშI შესვლისას და ა.შ.
თქვენც გყავთ ასეთი" ცხოვრების თანამგზავრი" ?

6 Kommentare:

ქეთი hat gesagt…

yvela Sheni moqmedeba gaakete 2 cutit adre da - bolos mougeb mag shens cxovrebis tanamgzavrs : )

mec mchirs xolme egeti momentebi magram ver vityvi rom yoveldgiurad .

Sophie שרה Golden hat gesagt…

აუ, გერმანული მეტრო როგორ მძულს, რომ იცოდე :D
რობი უილიამსის ის სიმღერა იცი 'Me and my monkey'? ჰოდა, კიდევ ერთი კარგი რუსი მწერალია, მარინა მოსკვინა და იმას უწერია: "ადამიანი საკუთარი თავის ჩრდილი უნდა იყოსო"... მოკლედ, სულ სხვადასხვა კონტექსტშია ყველაფერი, მაგრამ ჩემი monkey shadow follows me wherever I go :)

Teonala hat gesagt…

SOphie, arada berlinis metro yvelaze "advlia" A da B zonebiT. müncheni unda naxo shen, ra sashinelebaa da parizis metroze uaresi msoflioshi ar arsebobs albat, citelidan yvitel xazze rom unda gadajde da mere mcvaneze agmochndebi, tan ert mxares rom dadian mxolod matareblebi :D

მარიამ ბლანკი¹³ hat gesagt…

es ra mogsvlia qal?? :D gaagde eg dampali

ზიზი hat gesagt…

მომწონს შენი ნაწერ. ნოსტალგია მეუფლება ჩემი უცხოეთშ ცხოვრება მახსენდება...

-Giigaa PhutKaraDze )) hat gesagt…

მომწონს ეს პოსტი ^_^

Kommentar veröffentlichen