დაღამდა, წვიმა შეწყდა, ცეცხლი მინელდა და თავშესაფრიდან ზანტად გამოვედი. თვალი გავუშტერე კუნაპეტ ღამეს. გულზე უსაგნო სევდა შემომაწვა. "აქ დგომა აღარ შემიძლია"-ვუთხარი შავ კედელს და მისკენ გავაბიჯე. სველმა ბალახმა ჟრჟოლა მომგვარა და გამიკვირდა , რომ
არ მესმოდა გათელილ ყვავილთა კვნესა...
ვერცხლი მოეფინა ზეციდან მდელოს. სავსე მთვარის სიხარულმა ჩემს ჯავარდენში გაიჟრიალა.შევჩერდი გრძნებით , შევხედე ელოიმს თვალში, მან დამატყვევა.მკერდიდან ამოვიღე მფეთქავი გული და გავუწოდე"აჰა, მიიღე, ძღვნად ჩემი გული" თბილი სისხლი მაჯაში ჩამივიდა და გავთბი...ელოიმმა არ ისურვა ჩემი ძღვენი და სახეზე ღრუბელი აიფარა.
ტყეში შევაბიჯე. ყოველი ხის უკან შიში გარინდებულიყო...საფეთქლებში სისხლის შხუილმა დამაყრუა და გავიქეცი, მალე მუხლი დამისუსტდა და ტყიდან ბარბაცით გავაღწიე.
კისერმომწყდარი, მუხლამდე ტალახში მივაბიჯებდი და ვერც შევამჩნიე
როგორ მივადექი სახლის ნანგრევებს ...ტყიდან ზარნაშომ შემომძახა...შფოთვა ვიგრძენი, სახლის ნანგრევებს შემოვუარე ...შენობიდან თბილი, ნოტიო ჰაერი გამოდიოდა და შმორის სუნი გამოჰქონდა , კედელს ბეჭებით მივეყრდენი და მარჯვენაში ჩაბღUჯულ გულს დავხედე...სუსტადღა ფეთქავდა,მწუხარება დაეუფლა ჩემს გონებას და ნუგეშისთვის ზეცას ავხედე,ცა იწმინდებოდა...ცისკარმა გამოანათა..."სინათლის მომტანო"! შევძახე და გული გავუწოდე...
მარჯვნიდან ვეღაცის ხმა შემომესმა , თავი მივაბრუნე და კუთხეში უცხოს მოვკარი თვალი, მივუახლოვდი, დაცემული ანგელოზი მოკუნტული იწვა...ზიზღი ვიგრძენი და წასვლა დავაპირე "ნუ შეგზიზღდები, გძულდე ჯობია, მე ავაშენე ის ტაძარი შენ რომ მსახურებ" თვალი მოვარიდე და ვთქვი " მე აღარ მსურს იმ ტაძარში მსახურება , მომბეზრდა ამდენი ტანჯვა...და ნუღარაფერს ნუ დამამადლი"... "შესდექ"!-ხმაში ფოლადი გაერია, "ვერ მიატოვებ ტაძარს, რამეთუ შენში ჩემი ღვთაებრივი სისიხლი სჩქეფს და შენც მისჯილი გაქვს იტანჯო ჩემთან ერთად , სანამ არ..." "კმარა"-შევაწყვტინე და გავიქეცი აღმოსავლეთის მხარეს , როგორც კი ცისპირი წითლად შეიღება...შვჩერდი და ლოდინად ვიქეცი...
სულიერი მღელვარება მეწვია, თითქოს პირველად ვხედავდი , გავუწოდე გული და ამოვიძახე "ამომავალო მზეო! მე შენს სახელს ვატარებ და შენით ვსულდგმულობ. მიიღე ..." ხელში ვეღარ ვიგრძენი გულის ფეთქვა და დავმწუხრდი. მზისგან ამოვსებული თვალებით დავაშტერდი გულს და მივხვდი -ის მომკვდარიყო...
მკერდში ჩავიდგი მკვდარი გული და გეზი დასავლეთისკენ ავიღე, რადგან მსურდა რომ დავიწყების ბინდს შევრეოდი...
2 Kommentare:
wooow!!!!
5!!
magariaaa :)
Kommentar veröffentlichen